14:58:16     23-12-2024
"სისტემის ქვემოდან რღვევა რომ არ მოხდეს, "ოცნება" დასანქცირებულ პირებს წაახალისებს"

BMGTV-ს გადაცემაში "ანალიტიკა" IDFI-ის თანადამფუძნებელმა, გიორგი კლდიაშვილმა "ქართული ოცნების" მიერ სანქცირებული მაღალჩინოსნების დაჯილდოებასა და დაწინაურებაზე ისაუბრა:
"სხვა რა გამოსავალი აქვს "ქართულ ოცნებას", გარდა იმისა, რომ წაახალისოს ის ადამიანები, რომლებიც დასანქცირებული არიან, მოხვედრილი არიან ფინანსურ თუ სხვა სანქციებში, ეს იქნება აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის თუ ევროკავშირის მხრიდან. ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ სისტემის ქვემოდან რღვევა არ მოხდეს",– ამბობს კლდიაშვილი.